Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის განცხადება

ძვირფასო სტუდენტებო,

 

როგორც მოგეხსენებათ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით გაგრძელდება.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ითვალისწინებს ყველა თქვენგანის ინტერესს. ლექციები აუდიტორიებში გაიმართება იმათთვის, ვისაც სურს სააუდიტორიო სწავლება. ამავე დროს ფაკულტეტი იზრუნებს ყველა სტუდენტზე, ვისაც არ აქვს ლექციებზე მოსვლის შესაძლებლობა და ინდივიდუალურად გადაწყვეტს მათ პრობლემას.

 

ამ საკითხებზე უახლოეს პერიოდში იმსჯელებს ფაკულტეტის საბჭო.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას.

საკონტაქტო პირი: ზვიად მურადაშვილი (zviad.muradashvili@tsu.ge)